2021-02-08 19:40:24
როდესაც ტურისტი შემოდის, უნდა იცოდეს, რომ ყველგან გატესტილი პერსონალი დახვდება – ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა , რომ როდესაც ტურისტი შემოდის, უნდა იცოდეს, რომ ყველგან გატესტილი პერსონალი დახვდება. მისი თქმით, ყველა მხრიდან რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ტურისტი უფრო თამამად შემოვა.

„სასტუმროებთან ამ კვირაში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა, რათა უსაფრთხო მასპინძლის იმიჯი გავამყაროთ. ახალი სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, უსაფრთხო მასპინძლის იმიჯი - ვუმასპინძლოთ პირველ ჯუფებს, მათ შორის ვაქცინირებულ ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად უბრუნდებიან ტურისტულ აქტივობას. ასევე ნეგატიური PCR ტესტებით შემოსულებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე