2021-02-08 14:19:38
აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის, ვიდრე თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ირანს სანქციებს მანამ არ მოუხსნის, სანამ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ირანელებმა უნდა შეწყვიტონ ურანის გამდიდრება. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა. აშშ-ს სურს, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და თუ ირანი ამას გააკეთებს, აშშ შესაბამისად მოიქცევა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე