2021-02-08 11:48:26
როგორც ჩანს, პუტინს ნავალნის ეშინია - ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინს, დასავლეთისგან მოსალოდნელი მკაცრი რეაქციის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება შიშმა გადააწყვეტინა.

"როგორც ჩანს, პუტინს ნავალნის ეშინია," - აცხადებს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შაჰინი.

აშშ-ის სენატში უკვე არსებობს კანონპროექტი, რომელიც ნავალნის მოწამლვასა და დევნაში მონაწილე პირებზე, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომელიც ორპარტიულია, საზღვარგარეთ, ვლადიმირ პუტინის პირადი აქტივების მოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს.

ამავე თემაზე