2021-02-01 14:17:46
დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცედურისთვის ახალი ადვოკატები დაიქირავა

დონალდ ტრამპმა ორი ახალი ადვოკატი დაიქირავა, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურაზე მისი დაცვის ჯგუფს უხელმძღვანელებს.

შტატების 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა სენატში 9 თებერვალს დაიწყება, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი დამცველები იურისტები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი იქნებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა რამდენიმე ადვოკატი საკუთარი იმპიჩმენტის საქმეს მოულოდნელად ჩამოაშორა.

ყოფილ პრეზიდენტს კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერების შეჭრის წახალისებაში ადანაშაულებენ. ის პირველი პრეზიდენტი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომლის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი ორჯერ დაუჭირა.

ამავე თემაზე