2021-01-27 10:23:02
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 352 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 3 079 943 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 74 106 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე