2021-01-22 18:16:03
ამომრჩევლმა მოგცათ ხმა, კეთილი იქნებეთ და პარლამენტში შედით! არ შემოხვალთ? - იჯდებით სახლში - სუბარი

ამომრჩევლმა მოგცათ ხმა, კეთილი იქნებეთ და პარლამენტში შედით! არ შემოხვალთ? - იჯდებით სახლში - ამ სიტყვებით ოპოზიციას ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა მიმართა. სუბარმა დღეს ისიც განაცხადა, რომ პარლამენტში შესულია 14 პოლიტიკური პარტია, ხოლო “ვინ დადის და ვინ - არა, ამას დადი მნიშვნელობა არა აქვს“.

კითხვაზე, რამდენად აღიქვამს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებად “ევროპელი სოციალისტების“ სახელით პარლამენტში შესულ ოთხ დეპუტატს, სუბარმა განაცხადა, რომ პარლამენტში მაჭუტაძე რომ შესულიყო, ოპონენტად მას ვერ აღიქვამდა.

სუბარი ირწუმენება, რომ არავითარი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს.

“ამჟამად პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტია დადის და ხვალ შეიძლება რამდენიმემ იაროს. პრაქტიკულად, წინა პარლამენტიც ასე იყო - მაშინდელ ოპოზიციას ნახევარი სხდომები არ უვლია, თუმცა პარლამენტი ქმედუნარიანი იყო და არანაირ პოლიტიკურ კრიზისს ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციის სურვილია, ვიდრე არ გაიმარჯვებენ, მუდმივად განმეორებეთი არჩევნები იყოს ან გამარჯვებულმა პარტიამ გამარჯვების მანდატი მათ გადასცეს. ეს ასე ვერ მოხდება! ასე არ ხდება არსად - ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა. კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი ის არის, როცა ვერც ერთი ბარიერგადალახული პარტია ვერ ქმნის უმრავლესობას, ვერ ქმნის მთავრობას და ვერც კოალიციური მთავრობის შეკვრას ახერხებს. ოპოზიციას, რომელიც ახლა ჭირვეულობს, ვეუბნებით, რომ არჩევნების შედეგები თქვენ თვითონ გადათვალეთ. ისინი არ ითვლიან და ამბობენ, ახალი არჩევნები მანამდე ვატაროთ, სანამ თვითონ არ გაიმარჯვებენ. შეუძლებელია ამაზე არსებობდეს ლეგიტიმური პასუხი გარდა ერთისა: ამომრჩევლმა მოგცათ ხმა, კეთილი იქნებეთ და პარლამენტში შედით! არ შემოხვალთ? - იჯდებით სახლში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“.  

ამავე თემაზე