2021-01-21 18:50:39
არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს - ელისაშვილი

არაფერს ვნანობ. როცა მოსანანიებელი მექნება, მოვინანიებ, როცა ბოდიში მექნება მოსახდელი, მოვიხდი აუცილებლად - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, მას ჰქონდა ხაზარაძის შეურაცხყოფაზე მხოლოდ რეაქცია და პასუხი.

"როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საკუთარი პოზიციის სისწორეში დარწმუნებულია.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიცია სწორია. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის რომ, აშშ, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლაამენტი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა დავათმობინოთ ის საკითხები, რასაც ბოიკოტისას ვითხოვდით და ამის შემდეგ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ და არიან ამრევები, რომლებიც ცდილობენ სხვებს ტვინი აურიონ, არაფერს ვიტყვი, ერთგვარი მორატორიუმი მაქვს ოპოზიციასთან ბრძოლასა და კინკლაობაზე", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. 

ამავე თემაზე