2021-01-20 19:19:34
ჩვენ განვიხილავთ გასხნებს სავაჭრო სექტორსა და განათლების სფეროში, თუმცა არ მინდა ცრუ მოლოდინები შევქმნა – ტიკარაძე

​ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ სავაჭრო სექტორს, როგორც გახსნის ობიექტს, რადგან ჩვენ მათგან დავინახეთ სწორი და კარგი თანამშრომლობა სწორედ საახალწლო პერიოდში - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკსი“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, შემდეგ სექტორად განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში.

„განათლების სფეროში განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს, ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება უბრალოდ დავყოთ შედარებით მაღალ და დაბალი რისკის მატარებელ კლასებად. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ ბავშვებისა და პედაგოგების დაცვა. ეს არის ის ორი ძირითადი სფერო, რომელზეც ახლა მიდის საუბარი. ჩვენ რეგიონები გვაქვს დაყოფილი წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად, შესაბამისად გახსნებიც იქნება ეტაპობრივი“, - განაცხადა ტიკარაძემ

ამავე თემაზე