2021-01-18 13:59:17
ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ – ჰეიკო მაასი

 

ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ – აღნიშნული განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

"რუსეთს საკუთარი კონსტიტუცია და კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საერთაშორისო ვალდებულებები აქვს. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს ნავალნიზე. ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ".– აცხადებს ჰეიკო მაასი.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში გუშინ დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს.

ამავე თემაზე