2021-01-18 13:55:22
შემაძრწუნებელია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საზარელი დანაშაულის მსხვერპლი, ნავალნი დააკავა – დომინიკ რააბი

შემაძრწუნებელია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საზარელი დანაშაულის მსხვერპლი, ალექსეი ნავალნი დააკავა – აღნიშნული განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„შემაძრწუნებელია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საზარელი დანაშაულის მსხვერპლი, ალექსეი ნავალნი დააკავა. იგი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ნავალნის დევნის ნაცვლად, რუსეთმა უნდა განმარტოს, როგორ მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე თემაზე