2021-01-18 11:45:58
გერმანიაში კორონავირუსის 7 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 141-ით გაიზარდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 214 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2 040 659 შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 46 633 შეადგინა.

ამავე თემაზე