2021-01-15 19:29:07
ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს და ყველაფერი კარგად იქნება – ზარქუა კობახიძეზე

ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს და ყველაფერი კარგად იქნება – აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

"კანდიდატურა იცით უკვე ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე, ბატონი კობახიძე, რომელიც არის ძალიან მაგარი ბიჭი, გამოცდილი, კომპეტენტური და ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ გამოწვევებს. დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება გამოწვევებს, რომ ერთიანი იყოს გუნდი. გუნდი არის ერთიანი, ყველა ლიდერი არის ფორმაში, ყველა ლიდერს აქვს თავისი ფუნქცია, ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევებს. ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს და ყველაფერი კარგად იქნება". – აცხადებს ზარქუა.

"ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინა. პარტიის ყრილობა ხვალ, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

ამავე თემაზე