2021-01-15 18:42:05
შენთან მიმოწერა უნდა წავშალო - შესაძლო ახალი ფიგურანტი ბაჩალიაშვილის საქმეში

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება გამოძიების შეწყვეტას და ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის გაუქმებას.

ადვოკატმა საჩივარს დღეს ერთი მასალაც - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი ფოტოსქრინი დაურთო, საიდანაც ცხადი ხდება, რომ თამარი მეგობარს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. 

ახალი დეტალის გამო, ბაჩალიაშვილების ოჯახი და ოჯახის ადვოკატი მიიჩნევენ, რომ გამოძიება ხელახლა უნდა წარიმართოს, რადგან ეს დეტალი - ახალი მიმოწერის აღმოჩენა, თავდაყირა აყენებს თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის ვერსიას.

"საჩივარს თან დაერთო ახალი სქრინი. ეს მიუთითებს, რომ საქმე არაობიექტურად გამოიძიეს. ვითომ ამოიღეს გარკვეული ინფორმაციები და მიწერ-მოწერებ - ეს ყველაფერი ტყუილია. არანაირი თვითმკვლელობა არ ყოფილა, ეს არის ფარსი", - ამბობს მიხეილ რამივილი. 

„გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“ - წერია მესიჯში.

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 17 დეკემბერს შეწყვიტა.   

ამავე თემაზე