2021-01-15 14:37:00
კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ბესელია

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ამის შესახებ განცხადება, პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

"(ბიძინა ივანიშვილი) აჩერებდა მუდმივ კონფლიქტებს, რომელიც იყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ამის გაკეთება მისი წასვლის შემდეგ არავის შეუძლია. კობახიძე თავად ქმნიდა ეგეთ კონფლიქტებს, მის გაჩენილ ხანძრებს აქრობდა ივანიშვილი პერიოდულად, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია.

კობახიძე დარჩება ალბათ ერთი პატარა ოფისის ხელმძღვანელად და ის რეალურად ამ პარტიას ვეღარც შეინარჩუნებს. კობახიძე კალაძისთვის ხელქვეითია, თუ ის ასეთად დარჩება, ასატანი იქნება, კალაძე უყურებს კობახიძეს, როგორც მის თანამშრომელს, შესაბამისად, ეს პარტია ჩვენ მალე შეიძლება დავინახოთ, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე გადანაცვლებული პარტია." – განაცხადა ბესელიამ.

ამავე თემაზე