2021-01-15 14:32:22
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 769 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 769 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 229 386 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 23 307 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 388 540-ს შეადგენს.

 

ამავე თემაზე