2021-01-15 14:30:12
ჩემი ღრმა რწმენითა და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება – ვოლსკი

ჩემი ღრმა რწმენითა და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ირაკლი კობახიძე შესაბამის განცხადებას გააკეთებს. ჩემი ღრმა რწმენითა და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით, ის იქნება თავმჯდომარე. რამდენად გაართმევს თავს, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ყველა დარწმუნებული ვართ, მას შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და თავისი განათლების ხარისხით კიდევ ერთხელ დაანახოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე