2021-01-15 10:15:33
ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას, ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს – მაიკ პენსი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსის განცხადებით, ის მზადაა "მოწესრიგებული ხელისუფლების გადაცემისა და უსაფრთხო იანუგურაციისთვის". ამ თემაზე მან ფედერალური სააგენტოს უსაფრთხოების ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ამერიკელი ხალხი ამაზე ნაკლებს არ იმსახურებს, ჩვენ ვაპირებთ, რომ უსაფრთხო ინაუგურაცია გვქონდეს. რომ არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადონ, როგორც შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების შესაბამისად ისე, რომ პატივი მიაგონ ამერიკელ ხალხს და შეერთებულ შტატებს", - თქვა მაიკ პენსმა. 

ამავე თემაზე