2021-01-14 19:46:13
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის ლიდერს აცრა ანკარის საავადმყოფოში გაუკეთდა.

ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ერდოღანმა სოციალურ ქსელს „ტელეგრამში“ გაავრცელა.

ჩინური წარმოების პრეპარატით „სინოვაკით“ ვაქცინაცია თურქეთში დღეიდან დაიწყო.

ამავე თემაზე