2021-01-14 19:03:37
რეალურად, ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ – ბოკერია ელისაშვილი-ხვიჩიას ინიციატივაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და პარტია გირჩის ლიდერების ინიციატივა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ახალ პირობებზე, "იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ". ამის შესახებ ბოკერიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას განაცხადა. 

"მოკლედ რომ ვთქვა, ამ ამბავს სერიოზულად არ განვიხილავ, ბატონ [ალეკო] ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად, პოლიტიკურად არ განვიხილავ. ვწუხვარ, რომ "გირჩი 2"-ის ხალხი აყვა მას გაუგებურ სიმულაციაში. რეალურად, ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ.

ვიღაც გვეუბნება, რომ მთავრობის ნაცვლად დაგველაპარაკება, ან არ დაგველაპარაკება იმაზე, როგორ უნდა მოიხსნას ბოიკოტი, ესეც ცუდი დიაგნოზია, ჩემი აზრით", - ამბობს გიგა ბოკერია.

ამავე თემაზე