2021-01-14 17:30:26
პიროტექნიკით დაზიანებები ექვსმა პაციენტმა მიიღო, მათგან 4 ბავშვია

ძველით ახალი წლის ღამეს, დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაზიანებულმა ექვსმა პაციენტმა მიმართა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„გუშინ, გვიან ღამით შემოვიდა 4 პაციენტი, დღეს დილას - ორი. მათგან ოთხი ბავშვია, ორი - მოზრდილი. საბედნიეროდ, ექვსივე მათგანს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა. პიროტექნიკით დაშავების მძიმე შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. ძირითადად, დაზიანებული ჰქონდათ მარჯვენა მტევნები და სახის არე. ყველა მათგან გაწერილია ბინაზე და ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

ამავე თემაზე