2021-01-14 16:38:53
Snapchat-მა ტრამპს ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა

სოციალურმა ქსელმა Snapchat-მა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა.

"გასულ კვირას ჩვენ განვაცხადეთ პრეზიდენტ ტრამპის Snapchat (SNAP) ანგარიშის განუსაზღვრელი დროით შეჩერების შესახებ და ვაფასებდით, თუ რა გრძელვადიანი ქმედებაა ჩვენი Snapchat-ის საზოგადოების საუკეთესო ინტერესში. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მისი მცდელობების გამო, გაევრცელებინა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა და წაეხალისებინა ძალადობა, რაც ჩვენი მითითებების აშკარა დარღვევაა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ანგარიშის სამუდამო შეჩერების შესახებ" - თქვა Snapchat-ის სპიკერმა. 

 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე