2021-01-14 15:04:36
სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და „გირჩსაც“ პარლამენტში - დავითულიანი

სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და „გირჩსაც“ პარლამენტში - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი.
მისი შეფასებით, საქართველოში არა პოლიტიკური, არამედ „პარტიული კრიზისი არსებობს, რომელიც ოპოზიციას აზიანებს. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, ბექა დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მოხარული ვართ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციისთვის პარლამენტში შემოსვლასთან, ამ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე მსჯელობასთან დაკავშირებით. ეს მზაობა არაერთხელ განგვიცხადებოა და ახლაც მზად ვართ“,-განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზოციის დიდი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს არ იზიარებს.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დრომდე არ იზიარებდა არც ერთი საერთაშორისო პარტნიორის მოწოდებას. დღეს ფაქტის წინაშე დგანან ისინი, ჩართული აქვთ თვითდესტრუქუციის რეჟიმი. პოლიტიკურ პროცესში რომ არ მონაწილეობენ, ეს მათთვის დამაზიანებელია. იმედი მაქვს, ეს მოცემულობა მათ აზრს შეაცვლევინებს“,-განაცხადა დავითულიანმა. 

ამავე თემაზე