2021-01-14 14:28:25
პოლიტპატიმრების გაშვების და საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში პარლამენტში შევალთ – ელისაშვილი

პოლიტპატიმრების გაშვების და საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში პარლამენტში შევალთ – ამის შესახებ განცხადება, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გირჩთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" მათ რამდენიმე პირობას დათანხმდება, მზად არის, პარლამენტში შევიდეს.

"შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება , ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, მე დალევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ პარლამენტში". - თქვა ელისაშვილმა.

ამავე თემაზე