2021-01-14 13:45:03
სამწუხარო იქნება, თუ ერთიან ოპოზიციურ პლატფორმას გამოეთიშება – დეკანოიძე ელისაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხარო იქნება, თუ ელისაშვილი ერთიან ოპოზიციურ პლატფორმას გამოეთიშება

„სამწუხარო იქნება, თუ ის გამოეთიშება ერთიან ოპოზიციურ პლატფორმას იმიტომ, რომ ჩვენ მოთხოვნებში მხოლოდ საარჩევნო რეფორმა არ გვაქვს წარდგენილი. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნები ან რაიმე ინსტრუმენტი, რომელიც მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე, პოლიტპატიმრების თავისუფლების საკითხი და მათ შორის საარჩევნო რეფორმა, ოღონდ არა იმ კონტექსტში, როგორზეც საუბრობს ხელისუფლება. არ ვიცი, ბატონ ელისაშვილს რა მოლაპარაკებები ჰქონდა. ზოგადად ფართო კონტექსტში თუ არ დაკმაყოფილდება ყველა ეს​ მოთხოვნა, თუ არ ვნახავთ, რომ ხელისუფლება ნამდვილად მზად არის კომპრომისისთვის, მაშინ არაფერს აქვს აზრი, არც მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამავე თემაზე