2021-01-14 13:42:21
მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც - დეკანოიძე ელისაშვილზე

მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს. დეკანოიძე ამბობს, მუქარით ამომრჩეველიც დაიღალა.

„სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამავე თემაზე