2021-01-14 11:03:23
კორონავირუსით ინფიცირებული 808 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 240 მართვით სუნთქვაზეა

კორონავირუსით ინფიცირებული 808 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 240 მართვით სუნთქვაზეა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის, თბილისში – 369, აჭარაში – 62, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – რვა, იმერეთში – 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 – თბილისში, 325 – აჭარაში, 28 – იმერეთში. 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 196, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 673 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 256 პირი, აჭარაში – 2 272, იმერეთში – 2 549“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამავე თემაზე