2021-01-14 10:02:13
ელისაშვილს ვეტყოდი, შევიდეს პარლამენტში და დაწყნარდეს - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ეხმაურება ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც ელისაშვილი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას გეგმავს, პირველ რიგში, ოპოზიციასთან. 

"ელისაშვილს ვეტყოდი, შევიდეს რა პარლამენტში და დაწყნარდეს. არ მეგულება ოპოზიციაში ისეთი არავინ, ვისაც ელისაშვილი გადაარწმუნებს. გამოჩნდეს ახალი არჩევნების სავარაუდო თარიღი, რომელზეც საუბარს დავიწყებთ. აი, ეს არის გამოსავალი. ამ თარიღთან მიმართებაში კი უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე," - აცხადებს პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი რუსთავი 2–თან საუბრისას. 

ამავე თემაზე