2021-01-14 10:00:26
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.

ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა შორის ათი რესპუბლიკელი იყო. დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს. ამ მოთხოვნას ეთანხმება რესპუბლიკელთა ნაწილიც.

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

ამავე თემაზე