2021-01-13 19:53:48
ის, რომ ასეთ სამარცხვინო და საშიშ რეალობაში ვართ - არის პირდაპირი დამსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების – ჯაფარიძე ბუკნარზე​

მეტი თავისუფლება გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ის, რაც გურიაში, ბუკნარში, მუსლიმი თემის თავს ხდება, სირცხვილია, ხოლო არსებული სამარცხვინო და საშიში რეალობა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურება. 

"ბუკნარში რაც ხდება - არის სირცხვილი ადამიანებს არ აძლევდე სალოცავის მშენებლობის უფლებას - არის ფსკერი ახალგაზრდებს თავს უტეხდე იმიტომ, რომ ისინი შენგან განსხვავებული რწმენის მატარებელნი არიან - არის საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალწლიანი არაჰუმანური და ანტიქრისტიანული ტვინების წმენდის შედეგი.

ის, რომ ასეთ სამარცხვინო და საშიშ რეალობაში ვართ - არის პირდაპირი დამსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული ადამიანების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას უწყობდნენ ხელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგრძელებენ საბჭოთა სუკის მავნებლურ პოლიტიკას სხვადასხვა კონფესიებთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობს მათ მართვას "დაყავი, ერთმანეთის მტრებად აქციე და იბატონე" პრინციპით". - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე. 

ამავე თემაზე