2021-01-13 19:19:27
საქართველოში სამედიცინო მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა – ცერცვაძე

საქართველოში სამედიცინო მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. ცერცვაძის თქმით, საქართველოს კლინიკური სექტორი არ ჩამოიშლება და ის ნებისმიერ დატვირთვას გაუძლებს.

„როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით მილიონ მოსახლეზე შემთხვევათა რაოდენობით, ჩვენმა კლინიკურმა სექტორმა მაშინ გაუძლო და არ ჩამოშლილა, ლონდონისა და ლოს-ანჯელესისგან განსხვავებით. იყო შეფერხებები, იყო სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა. ჰოსპიტლებში თითქოს ადგილი არ იყო, მაგრამ მაინც ყველა თავსდებოდა. ინგლისში ბინაზე 7 ათასი კაცი გარდაიცვალა. არ მგონია, ჩვენთან ამაზე უარესი იყოს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამავე თემაზე