2021-01-13 19:15:10
ბუკნარის მოვლენები არის სახელმწიფოს ნგრევის ნათელი მაგალითი, ხელისუფლება ან არ რეაგირებს, ან ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას – ხოშტარია

ბუკნარის მოვლენები არის სახელმწიფოს ნგრევის ნათელი მაგალითი, ხელისუფლება წლების განმავლობაში ან არ რეაგირებს, ან ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას – ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

"ბუკნარის მოვლენები არის სახელმწიფოს ნგრევის ნათელი მაგალითი. განსხვავებული შეხედულებების თუ მრწამსის საკითხები სახელმწიფოებში მშვიდობიანი თანაცხოვრებით წყდება. ხელისუფლება წლების განმავლობაში ან არ რეაგირებს, ან ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას.

საქართველოში არ არსებობს რელიგიური დაპირისპირების საფუძველი, ეს არის ხელოვნური პროცესი, რომელიც მხოლოდ ჩვენი მტრის, რუსეთის ინტერესშია. ხელისუფლებამ დროულად უნდა ირეაგიროს და ჩააცხროს ეს ძალიან საშიში დაპირისპირება." – განაცხადა ხოშტარიამ.

ამავე თემაზე