2021-01-13 18:45:48
ყველაფერი არის სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგი - NGO-ები ბუკნარზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე, რომელიც წლებია საქართველოში რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ჩოხატაურში მეჩეთის მშენებლობის საკითხის გარშემო დაწყებული დაპირისპირება სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ღავთაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართ საგანგაშოა. 

"ასეთ ფაქტებს ახალისებს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების ისეთი განცხადებები, როგორიც არის, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო და ასევე განცხადებები, რომ მხოლოდ უმრავლესობას აქვს გარკვეული უფლებებით სარგებლობის უფლება, რაც შობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ და რომ უმცირესობები არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები", - აცხადებს ღავთაძე. 

"მუსლიმებმა ადგილზე კერძო სახლში ლოცვის აღსრულება დაიწყეს, დაახლოებით ერთი თვის წინ ამ საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა, ამან ფიზიკური დაპირისპირების ფორმა მიიღო ჯერ 11 იანვარს, შემდეგ გუშინ, როცა სამი მუსლიმი პირი დაზიანდა, მათ შორის არასრულწლოვნები, მერს მოუწოდებია ადგილობრივი თემებისთვის, რომ კერძო სახლი სამი მუსლიმის და სამი მართლმადიდებლის კერძო საკუთრებაში გადაცემულიყო და ამგვარად მოლაპარაკებულიყვნენ მხარეები, თუმცა ცხადია, რომ მუსლიმი თემისთვის ეს მისაღები პირობა არ იყო. ამ ეტაპზე, ჩვენი მოწოდება მიემართება პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოახდინოს კონფლიქტის პრევენცია, დეესკალაცია და მუსლიმებისთვის უზრუნველყოს მშვიდობიანი და უსაფრთხოგარემო", – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

ამავე თემაზე