2021-01-13 18:20:13
აქ ხალხს ლოცვას უკრძალავენ - ჩოხატაურელი მუსლიმები ლოცვის უფლებას ითხოვენ

ბუკნარში ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახელობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ლოცვის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ადგილობრივი ქრისტიანები მათ ამაში ხელს უშლიან. 

მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ კერძო სახლი შეიძინეს და სამლოცველო მოაწყვეს, რათა პარასკეობით ლოცვა აღავლინოს, თუმცა, ქრისტიანები მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ხელს უშლიან.

მუსლიმი თემი ითხოვს, საქმეში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს. ამ მოთხოვნით დღეს ისინი სოფელში შეიკრიბნენ.

,,აქ ხალხს ლოცვას უკრძალავენ და ვალდებული ხართ სახელმწიფო უწყებები უზრნველჰყოთ მშვიდობიანი უფლება, აქ ხდება ადამიანების ჩაგვრა და შევიწროება" - მიმართა ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მუსლიმების თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე მათ მეჩეთის აშენებაში დახმარების დაპირება მიიღეს, თუმცა, ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა. 

ბუკნარში ჩავიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც, რომელმაც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.  

ამავე თემაზე