2021-01-13 17:22:48
არასამთავრობო ორგანიზაციების გაკეთებული საქმის არ მჯერა, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია – ხვიჩია

არასამთავრობო ორგანიზაციების გაკეთებული საქმის არ მჯერა, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ერთადერთი, რაც მათ ამართლებს არის ის, რომ ჩვენ ზოგადად, ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ რაღაც კვლევებს თუ ანგარიშებს. მგონი, მაგას მაგდენი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და რომ არ მიგვექცია, ნაკლებად დაიძაბებოდა სიტუაცია.

მე არ ვარ საგამოძიებო კომისიების წინააღმდეგი. ვფიქრობ, ეს კარგი გზა ჭეშმარიტების დასადგენად, მაგრამ ამას სჭირდება თავისი წესი და პროცედურები. თუ საგამოძიებო კომისიას აკეთებ შენ თვითონ, შენ თვითონ იძიებ, შენ თვითონ უდგენ სანქციებს საკუთარ თავს და თვითონ ასაჯაროებ, გამოდის ცნობილი რუსული გამონათქვამის არ იყოს, ბილეთებს რომ თვითონ ჰყიდი, თვითონ უკრავ და თვითონ ცეკვავ, რა დროსაც ძალას და აზრს კარგავს, რომ ამ პროცესს დავარქვათ საგამოძიებო კომისია, საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს სანდოობის და კონსესუსის საფუძველზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე