2021-01-13 17:02:56
ივანიშვილი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირებს მის პოლიტიკურ შეხედულებას - გიორგი ამილახვარი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირებს მის პოლიტიკურ შეხედულებას. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილი არანაირ პირად კომუნიკაციას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ განახორციელებს და როგორც ერთ-ერთი ჩვენი რიგითი მოქალაქე, არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირებს მის პოლიტიკურ შეხედულებას. 

დღეს "ქართული ოცნება" საკმოდ შეკრული გუნდია და არიან ისეთი ლიდერები პარტიაში, რომლებსაც შესწევთ უნარი, გაუძღვნენ პოლიტიკურ გუნდს. ჩვენ მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობა ერთიანად ავიღოთ. ძალიან რთული, გულდასაწყვეტი და ემოციურია ის, რომ პარტიის დამფუძნებელმა, სულისჩამდგმელმა და ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიული პროცესების განმავითარებელმა მთავარმა ფიგურამ პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ასევე, უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში, "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა პრო-დასავლურ პოლიტიკურ ძალად,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ამილახვარმა.  ​

ამავე თემაზე