2021-01-13 16:00:54
ის, რომ კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ნიშნავს, რომ ის არსად არ წასულა, ყველაზე მეტი უვარგისი და ყველაზე მეტად მონა დატოვა - უგულავა

,,ევროპული საქართვლოს" გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის სახით ხელისუფლებაში ბერკეტებს იტოვებს და ამავდროულად სურს ხელოვნური ოპოზიციის შექმნაც.

"ის, რომ კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ნიშნავს, რომ ის არსად არ წასულა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი უვარგისი და ყველაზე მეტად მონა დატოვა თავის შემცვლელად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს ბერკეტების შენარჩუნებას. ზოგადად სურვილი, რომ აკონტროლებდე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ეს არის ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების სურვილი და მან ეს ღიად გამოთქვა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა რეალობა, რვა წელიწადი ეს ამ სურვილს ახმოვანებდა, სურდა შეექმნა ხელოვნური ოპოზიცია, ხელისუფლება როცა იწყებს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე საუბარს ის ხელისუფლება საზოგადოებამ პანჩურით უნდა გააგდოს, ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ უბედურებები და ჭრილობები მოუტანა " , –ამბობს "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა. 

ამავე თემაზე