2021-01-13 15:57:54
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი.

​„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს შეჩერების შესახებ. „თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება, კოლექტივისთვის მის ოფიციალურად წარდგენამდე, დასის არტისტებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი დონეა“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.

ამავე თემაზე