2021-01-13 14:59:12
გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, დაჭამენ ერთმანეთს – ელისაშვილი

დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს დაპირისპირება ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, ამაში დარწმუნებული ვარ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დარწმუნებული ვარ, მას შეუთანხმებენ. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. კარგად ვიცით, რომ რამდენიმე ფრაქცია და დაჯგუფებაა. ვინც გაიმარჯვებს, მათთან ექნება კონტაქტი. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს დაპირისპირება ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, ამაში დარწმუნებული ვარ.

„ქართული ოცნების“ დიდი მკვლევარი არ ვარ, ყველა ვხედავთ, რომ გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე თემაზე