2021-01-13 14:51:43
ოპოზიციამ, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა არშესვლაზე, უპრიანი იქნება – ძიძიგური

ოპოზიციამ, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა არშესვლაზე, უპრიანი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა ეს მათი გადასაწყვეტია – აცხადებს, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური ფორმულას ეთერში გადაცემა "კომენტარში" საუბრისას.

"ბიძინა ივანიშვილს გავლენა მაინც რჩება იქედან გამომდინარე, რომ ის გუნდი, რომელიც მთლიანად ყველა საკვანძო თანამდებობაზეა, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ნდობით აჭურვილი პირები. პოლიტიკური რეალობა იცვლება. საპარლამენტო მანდატები და საპარლამენტო ოპონირება დღეს კიდევ უფრო აქტუალური და აუცილებელი და საჭიროა.

ოპოზიციას აქვს ორი ბერკეტი: ერთი არის პარლამენტი და მისი ტრიბუნა, მეორე ბერკეტია - ქუჩა. მე ვფიქრობ, ოპოზიციამ რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა არშესვლაზე, უპრიანი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა ეს მათი გადასაწყვეტია", - ამბობს ზვიად ძიძიგური. 

ამავე თემაზე