2021-01-13 14:43:10
პროკურატურა და ყველა საგამოძიებო ორგანო, უბრალოდ, მუშაობდა და დღემდე მუშაობს ივანიშვილზე, ასრულებს მის პოლიტიკურ დავალებას – დეკანოიძე

პროკურატურა და ყველა საგამოძიებო ორგანო, უბრალოდ, მუშაობდა და დღემდე მუშაობს ივანიშვილზე, ასრულებს მის პოლიტიკურ დავალებას – ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა. 

"პირველი, ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალება იყო ამ ადამიანების გასამართლება და მთელი ეს ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც მიჰყავდა სამთავრობო არხებს. მეორე, რუსეთის ინტერესებში იყო და ბატონი ხიდაშელი, გასაგებია რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება და ის ჩვენი მტრის ინტერესების მსახურებაშია და მესამე, მთელი მართლმსაჯულების სისტემა, ყველა, სასამართლო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო ორგანო, უბრალოდ, მუშაობდა და დღემდე მუშაობს ივანიშვილზე, ასრულებს მის პოლიტიკურ დავალებას".- ამბობს დეკანოიძე. 

ამავე თემაზე