2021-01-13 13:55:14
ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მელაშვილი-ილიჩოვას საქმე არის მის პირად კონტროლზე– მარიკაშვილი

ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით სიგნალი მისცა საგამოძიებო და სასამართლო უწყებებს, რომ მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

"პროკურატურას აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები ამ საქმეში და განმეორებით დაკითხვით ცდილობს რომ მოწმეებისგან ამოიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მათი მიზნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ბატონი ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ის, რომ ეს საქმე არის მის პირად კონტროლზე. მისი გუშინდელი განცხადება ჩვენთვის იყო პირდაპირი სიგნალი, როგორც სასამართლოსთვის ასევე პროკურატურისთვის და სხვა უწყებებისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანონ ბოლომდე და აჩენს იმის განცდასაც რომ ამ საქმეზე განაჩენი გამოტანილია უკვე დიდი ხნით ადრე," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ამავე თემაზე