2021-01-13 13:31:47
რუსეთში კორონავირუსის 22,850 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22,850 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 566 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,471,053 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 63,370 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2,854,088 პაციენტი.

ამავე თემაზე