2021-01-13 13:29:24
აქ პატარა არავინაა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაბილური მძლავრი გუნდი – ვოლსკი ივანიშვილის განცხადებაზე, რომ არ დაურეკონ

„არ დამირეკოთ“ ნიშნავს პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს, – ასე განმარტა გიორგი ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელშიც მან „ქართული ოცნების“ წევრებს სთხოვა კონსულტაციებისთვის არ დაუკავშირდნენ.

„აქ პატარა არავინაა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაბილური მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს, მით უმეტეს კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია გუნდს, როდესაც ერთად მოქმედებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დარგების ხელმძღვანელები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე