2021-01-13 10:21:38
ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები, რა თქმა უნდა, ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს "ქართული ოცნება" – ივანიშვილი

ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები, რა თქმა უნდა, ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს "ქართული ოცნება" – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

"ასეთი ოპოზიცია არის სანატრელი, როგორიც არის ქართული ოცნება. ქართული ოცნება რომ ოპოზიციაში იქნება, ასეთივე მეთოდოლოგიით, ასეთივე მსოფლმხედველობით, ასეთივე განწყობით, როგორიც დღეს აქვს, რომ მოემსახუროს საკუთარ ხალხს, ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება. ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები, რა თქმა უნდა, ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება. ოპონენტიც რომ ასეთი ჯანსაღი იქნება და ოპოზიციაც რომ იქნება ასეთი ჯანსაღი, რა თქმა უნდა, გაცილებით სწრაფად მოხდება ქვეყნის განვითარება." – აცხადებს ივანიშვილი.

ამავე თემაზე