2021-01-12 17:53:21
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებისთვის ემზადება - კონგრესში ორი რეზოლუციაა შესული

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებისთვის ემზადება. სპეციალური დადგენილებით, რომელსაც კენჭი დღეს უნდა ეყაროს კონგრესმენები ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, მიმართავენ რომ მან დონალდ ტრამპი ხელისუფლებას ჩამოაშოროს.

კონგრესში ორი რეზოლუციაა შესული და ორივეს მიზანი დონალდ ტრამპის გადაყენებაა. ერთი მიხედვით, ამერიკელი კანონმდებლები მიმართავენ ვიცე პრეზიდენტს, რომ მან 25-ე შესწორება გამოიყენოს და თავად ჩაანაცვლოს ტრამპი ინაუგურაციამდე.

საუბარია კონსტიტუციის 25-ე შესწორებაზე. თუ ვიცე-პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კონგრესი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებს.  

ამავე თემაზე