2021-01-12 12:15:59
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ 9news თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება ვაშინგტონის მერის მურიელ ბაუზერის განცხადებით შემდეგ მიიღო, რომელმაც თქვა რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ ეს აუცილებელი ღონისძიებაა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა შედგა.

ამავე თემაზე