2021-01-12 10:14:43
ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 34 და 42 წლის პირები ქალაქ ლინცში აიყვანეს. მათ ბრალად ერთ-ერთ სუპერმარკეტში სათვალეების, კოსმეტიკისა და სხვა პროდუქტების მოპარვა ედებათ.

სამართალდამცველებმა ქურდობის შესახებ მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე გაიგეს. 

ორივე მათგანი ბრალს აღიარებს. ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა რამდენიმე ათას ევროს შეადგენს.  

ამავე თემაზე