2021-01-08 17:20:54
ნოემბერში დაწესებული შეზღუდვების გამო 300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

ნოემბერში დაწესებული შეზღუდვების გამო 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე. ჯამურმა თანხამ 36 122 000 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ 28 ნოემბრიდან ჩვენ შევუზღუდეთ საქმიანობა გარკვეული ტიპის ობიექტებს, მათ შორის სავაჭრო ცენტრებსა და მოლებს. ამავდროულად, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია გავეცით. ამ ეტაპისთვის 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე. ჯამურმა თანხამ 36 122 000 ლარი შეადგინა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე