2021-01-08 17:20:21
დღეიდან უკრაინაში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

უკრაინაში დღეიდან მკაცრი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში 25 იანვრამდე იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყევტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ჯერ კიდევ 9 დეკემბერს მიიღო.

უკრაინაში დღეიდან იხურება რესტორნები, კაფეები, ბარები და მაღაზიები, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქების გარდა. საკვები ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს. იხურება სპორტ-დარბაზები, აუზები, კინოთეატრები და თეატრები. ასევე იხურება სასწავლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღების გარდა.იკრძალება გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაგრძობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში აღრიცხულია კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 19 505 ადამიანი.

ამავე თემაზე