2021-01-07 15:10:26
ჯო ბაიდენმა მოიგო არჩევნები და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება, ეს ყველამ იცის - ადამ კინზინგერი

ჯო ბაიდენმა მოიგო არჩევნები და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება, ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონზინგერის თქმით, არჩევნების შედეგებით ბევრი ადამიანია უკმაყოფილო, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეებს ამ მემკვიდრეობაში ცხოვრება მოუწევთ.

კონგრესმენმა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრა დაგმო და მას გადატრიალების მცდელობა უწოდა.

„რაც კაპიტოლიუმში ვიხილეთ, ეს არ არის ამერიკა, რომელიც მსოფლიოსთვის თავისუფლების და იმედის სახეა. კაპიტოლიუმზე შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო, რომლის მიზანი არჩევნების შედეგების შეცვლა იყო. მოქმედმა პრეზიდენტმა ეს წაახალისა და ცოტა რამ გააკეთა კაპიტოლიუმის და კონსტიტუციის დასაცავად. მე ვგმობ პრეზიდენტის მოქმედებას, რომ ეს დაუშვა“, – განაცხადა კინზინგერმა.

 

ამავე თემაზე